18 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ხმაური გორში - მოსახლეობა "სოკარის" გორის ფილიალის ოფისში შეიჭრა

ხმაური გორში - მოსახლეობა ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს. ადგილობრივები ამ წუთებში "სოკარის" გორის ფილიალის ოფისში იმყოფებიან. ისინი მენეჯერის გიორგი გრიგოლაშვილის კაბინეტში შეიჭრნენ და განმარტებებს ითხოვენ. 

ადგილობრივების განცხადებით, გასულ თვეებთან შედარებით, გაზის გადასახადი მათ გაორმაგებული მისდით. მათივე თქმით, ბუნებრივი აირი უხარისხოა და გადასახადის ზრდაც სწორედ ამას უკავშირდება. 

"სოკარის" მენეჯერი გადასახადის გაზრდის მიზეზად რამოდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის გაზრდილი ტარიფი, ტემპერატურის ვარდნა და ამონაწერის 35-დღიანი პერიოდია.

დღის ამბები