ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ საკადრო წმენდა დაიწყო.
ქალაქ ზუგდიდსა და სათემო მუნიციპალიტეტში სულ 22 ააიპ-ი და 4 შპს იყო. მათი შერწყმის შემდეგ კი სულ 6 ააიპ-ი და 3 შპს დარჩება, ხოლო 2000-მდე ადამიანი ხელახლა უნდა დაინიშნოს თანამდებობებზე. ორგანიზაციების გაერთიანების შემდეგ, შესაძლოა რამდნიმე ასეული ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს. მერიის თანამშრომლებს ხელშეკრულებები შეწყვეტილი აქვთ. თვის ბოლომდე მათი ბედი გაურკვეველია.
თვითმმართველობაში ზუსტ ციფრს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ რომ შემცირებები იქნება.