18 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
აქცია სოფელ ოყურეშში - მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელი გზის დაგებას ითხოვს

ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფელში მისასვლელი გზის გაკეთებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გზა უკვე 10 წელია არავის შეუკეთებია. უგზოობის გამო სკოლამდე მისვლა უჭირთ მოსწავლეებსაც. რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა, რის შედეგადაც  სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 60-დან 15-მდე შემცირდა. მოსახლეობა მუნიციპალური განვითარების ფონდსაც მიმართავს და მოითხოვს, რომ ხვამლის მთისკენ ახალმა ტურისტულმა გზამ სოფელზე გაიაროს.

„ეს გზა უნდა გაკეთდეს სოფლის თავამდე. მოვითხოვთ ხალხი. ვთხოვთ ყველას. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება გადავკეტავთ გზას,“-განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

დღის ამბები