18 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
უხუცესტა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ნაჩვენებ მასალაში ხმა არ ისმოდა

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, უხუცესთა საბჭოს წევრი ზელიმან წუწაშვილი საუბრობს.

წუწაშვილი იმ შეხვედრას იხსენებს, სადაც საბჭოს წევრებს სუს-ის წარმომადგენლებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი გააცნეს, თუმცა უხუცესთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ ნაჩვენებ ვიდეომასალაში, რომელიც ძალოვანი უწყების მტკიცებით დანაშაულს ადასტურებს არც პირებს შორის საუბარი ისმოდა და არც იმ ახალგაზრდებს იცნობს, რომელებიც ვიდეომსალაში ჩანდნენ.

„კადრები ვნახეთ, ავუხსენი ამ ხალხს. რაც კადრები ვნახეთ, იმ კადრებში რაც ჩანდა მე ამით არ მინდა რომ დავადანაშაულო ხალხი. საერთოდ არ ისმოდა მაგათი ხმა. მე არ მომისმენია და არც ჩემს ყურებს არ გაუგონია,“-განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ზელიმხან წუწაშვილმა.  

დღის ამბები