თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის ინფორმაციით, ზურაბ ვადაჭკორიამ წოდება ოქსფორდის ლიდერთა სამიტზე, მედიცინის დარგში გაწეული დამსახურებისათვის მიიღო.
სამიტზე, რომელშიც სოკრატეს პრიზის ნომინაციის საბჭოს წევრები და 40 ქვეყნის აკადემიური ელიტა ესწრებოდა, ვადაჭკორიას ოქსფორდის აკადემიური კავშირის დიპლომი და ტიტულის ყველა ატრიბუტიკა საზეიმოდ გადაეცა.
ამ საპატიო ტიტულის მინიჭება ხდება იმ პირებისთვის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ და ინტელექტუალურ პროგრესში, მეცნიერების, კულტურის და განათლების სფეროს ინტეგრაციის პროცესებში.