20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილებებზე იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს.

მეოთხე ტალღის რეფორმის მიზანი, სასამართლო საქმიანობის გაუმჯობესება და გადატვირთულობის პრობლემის დღის წესრიგიდან მოხსნაა.

„ფართოვდება განსჯადობა ერთპიროვნულად განხილვის საქმეების აპელაციასა და პირველ ინსტანციაშიც. მეორე ცვლილებაა, რომ კოლეგიური განხილვები არ მოხდეს ყველა საქმეზე, არამედ თუ რთული კატეგორიის საქმე არ არის, შესაძლებელი იქნება ერთმა მოსამართლემ განიხილოს,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები