18 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
გაზის გაზრდილი გადასახადი გორში და მოსახლეობის პროტესტი - ადგილობრივები "სოკარის" წარმომადგენლებს და ენერგოომბუდსმენს ხვდებიან 

გორის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გაზის გაზრდილი გადასახადის გამო პროტესტს არ წყვეტს, დღეს ენერგო ომბუდსმენს, ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დეპარტამენტის და "სემეკის" წარმომადგენელს, ასევე "სოკარის" წარმომადგენელს ხვდება.

შეხვედრას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო სექტორი ესწრება.

შეხვედრა ხმაურით, კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მხარეები ვერ თანხმდებიან, რა ფორმატით უნდა მოხდეს საკითხის განხილვა კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე.

ენერგო ომბუდსმენი კომპანიის მხრიდან კონკრეტულ გადაცდომებს არ გამორიცხავს. სალომე ვარდიაშვლის თქმით, თითოეული აბონენტის საკითხის შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მისივე განცხადებით, ენერგო ომბუდსმენი შესაბამის დოკუმენტაციასაც შეისწავლის.

„მივიღებთ ისეთი სახის ზომებს, რომელიც იქნება მომხმარებლის ინტერესებში,“ - განაცხადა ვარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები