18 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
გაუთქმელობის პირობა ჩამომართვეს - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებული პირის, რუსლან ალდამოვისა და დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, სადაც გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს. კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ხელწერილი სხვა ადვოკატებსაც დაადებინეს.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრების მიხედვით, დაკავებულების ტერორისტებთან კავშირი არ დასტურდება.

„რამდენად ავთენტურია ეს  კადრები ჯერ დადასტურებული არ არის, პირველ რიგში უნდა მივმართო შესაბამის ორგანოებს, რომ მოხდეს ამ კადრების და ვიდეომასალის როგორც მტკიცებულების შემოწმება. ეს კადრები შესაბამისად არაფერს დანაშაულის შინაარსზე და ბრალდებაზე არაფერს არ გვეუბნება. ეს არის ნაცნობობა, რომელზეც მე წინასწარ მქონდა გაკეთებული ჩემი  რაღაც ვერსიები“-აცხადებს კუბლაშვილი.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ალდამოვს გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებულის ფოტო უნდა აჩვენოს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.  

დღის ამბები