ავსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა კლინიკამ პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ამ დროისთვის ამ კლინიკას თავისუფალი ადგილი არ აქვს. თუმცა, მოლაპარაკების მიხედვით, ავსტრიის კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს 24-საათის განმავლობაში უნდა მოაწოდოს ინფორმაცია.
მისივე თქმით, იღებს თუ არა ავსტრიის კლინიკა ტრანსპორტირების თაობაზე პასუხისმგებლობას, ინფორმაციას არ ფლობს.
ამასთან, თურქეთის კლინიკიდან მაჩალიკაშვილის მიღებასთან დაკავშირებით პასუხს დღეს, დღის ბოლომდე, ელოდებიან.
ექიმის თქმით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოჯახიც ინფორმირებულია.