18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
მაგთიკომი მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფს უსაფუძვლოდ აძვორებს - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

მაგთიკომის მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა.  

„შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის: 2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით. 

"კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა შპს „მაგთიკომმა“ დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები. აღნიშნულ საკითხში სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები