20 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
კანადა და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ რეგიონები რეკორდულ ყინვებს ებრძვის

კანადა და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ რეგიონები რეკორდულ ყინვებს ებრძვის. ე.წ. ბომბი ციკლონის შემდეგ სტიქიის ზონაში გადაუღებლად თოვს.

თოვლი მოვიდა ფლორიდის შტატშიც. მეტეოროლოგების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ რაიონში მინუს 29 გრადუსამდე დაეცემა.

უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში 19-მდე გაიზარდა, ორი ადამიანი კი ყინვას კანადაში ემსხვერპლა.

გაუქმდა ათას 200-ზე მეტი ავიარეისიც. კანადაში ძლიერი ქარმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც, ელექტროენერგია ათასობით ოჯახს ამ დრომდე არ მიეწოდება. 

დღის ამბები