30 დეკემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ესპანეთის დედაქალაქმა ყოველწლიურ სამი მეფის აღლუმს უმასპინძლა

ესპანეთის დედაქალაქმა ყოველწლიურ სამი მეფის აღლუმს უმასპინძლა. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, მადრიდის ქუჩებში ათასობით მოზეიმე გამოვიდა.

თეატრალიზებული წარმოდგენის მონაწილეებმა მათ, ტრადიციულად, ტკბილეული დაურიგეს. სამი მეფის აღლუმი ესპანეთში ეპიფანიის ანუ მაცხოვრის განცხადების დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება.

აღლუმის მონაწილეები ამ დღეს მოგვების მიერ ბეთლემში იესო ქრისტეს მონახულებას აღნიშნავენ.

დღესასწაულს ესპანელები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ ბავშვები საშობაო საჩუქრებს ძირითადად სწორედ 6 იანვარს ხსნიან. 

დღის ამბები