30 სექტემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დღეს ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დღეს ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

შობის დღესასწაულზე ტრადიციული ალილოს მსვლელობის გამო, დღეს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ. 

მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან. 

დღის ამბები