ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესთან და მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან ერთად, შობის დღესასწაულს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფახულანის საგუშაგოზე შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შს მინისტრმა საგუშაგოს თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა.
გიორგი გახარია და მისი მოადგილეები შობის ღამეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულ ხურჩის და განმუხურის საგუშაგოებსაც ეწვივნენ. მათ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ქვეყნისათვის გაწეული შრომისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა