შობის დღესასწაულის შესახევდრად მართლმადიდებლების ნაწილი ბეთლებში ჩავიდა.
საზეიმო წირვა ტაძარში გაიმართა, რომელიც იმ ადგილასაა აგებული, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე დაიბადა.
წირვა ქრისტეშობის ტაძარში იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილუს მესამემ აღავლინა.
საზეიმო ღვთისმსახურებას პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაჰმუდ აბასმა ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს შობა მიულოცა.
7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ კოპტი-ქრისტიანებიც.
ასობით ეგვიპტელი მორწმუნე შობას კაიროს ახალ საკათედრო ტაძარში შეხვდა. საზეიმო წირვა კოპტების ეკლესიის პაპმა ტავადროს მეორემ აღავლინა.
მან ქადაგებისას ბოლო პერიოდის გამოწვევებზე და იმ რადიკალი ისლამისტების მხრიდან არსებულ სააფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები აღმოჩნდნენ.
ბოლო პერიოდში კოპტ ქრისტიანებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც 40-მდე მორწმუნე ემსხვერპლა. ტერაქტების სერიის გამო, ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ქრისტიანული ტაძრების დაცვა გააძლიერა.
საზეიმო წირვა აღევლინა სერბეთის ყველა ეკლესიაშიც. ასობით მომლოცველი შობას ბელგრადის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა, სადაც ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა. ტაძრის ეზოში ხის ტოტები დაწვეს.
ეს ტრადიცია სერბეთში უძველესი დროიდან და ერთერთი სოფლიდან მოდის. ტრადიციის მიხედვით, შობის წინა დღეს ოჯახის უფროს ტყიდან ახალგაზრდა მუხის ხე - ბად-ნიაკი მოჰქონდა, რომელიც ძველ სერბებს ღვთაებრივი ძალის განსახიერებად მიაჩნდათ. მორწმუნეები ამ ხეს რთავენ, ხშირად თაფლს უსვავენ და შობის დადგომისთანავე წვავენ.
დღეს შობას უკრაინასა და რუსეთშიც აღნიშნავენ. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა რუსულ და უკრაინულ ეკლესიაში გაიმართა. ასობით მორწმუნე ქრისტეშობის დღესასწაულს მოსკოვის საკათედრო ტაძარში შეხვდა.
მაცხოვრის ტაძარში საზეიმო წირვა რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღავლინა.
ღვთისმსახურებას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, გარდა ვლადიმერ პუტინისა. რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიცია არ წელს დაარღვია და საშობაოდ მოსკოვიდან გაემგზავრა. ამჯერად ვლადიმერ პუტინი დღესასწაულს სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში შეხვდა და ტაძარს საჩუქრად მეცხრამეტე საუკუნის ხატი გადასცა.