საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამით საშობაო წირვა ჩატარდა.
ზუგდიდში საზეიმო ღვთისმსახურება ღვთისმშობლსი მშენებარე ტაძარში აღევლინა, ასევე დადიანების ლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში.
წირვას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მრევლმა კი ტრადიციულად ფანჯრის რაფებზე სანთლები დაანთო.
ბათუმში საზეიმო წირვა ღვთისმშობლის შობის ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
საზეიო ღვთისმსახურებას აჭარის მთავრობის თავმჯდომერე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ.
ამ წუთებში ბათუმის ღვისმშბლსი ტაძრიდან ალილო იწყება, რომელიც იუნკერების საფლავთან დასრულდება.
შობას ღამის თევით შეხვდნენ გორშიც. საზეიმო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით, შობის დღესასწაულს მოსახლეობა ფანჯრებში ანთებული სანთლებით შეხვდა.