დღეს მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი, მათ შორის საქართველოც, მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ცოტა ხანში თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართება. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
მასში, მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ალილო ტრადიციულად კოსტიუმირებული იქნება.
ალილოს მსვლელობისას შეგროვილი ნობათი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფარში გადანაწილდება.