შეერთებულ შტატებში მთვარის მისიის მონაწილე ასტრონავტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ვეტერანი ასტონავტის გარდაცვალების შესახებ ნასა ავრცელებს.
ჯონ იანგი 87 წლის იყო. მთელი ცხოვრება ასტრონავტმა კოსმოსის შესწავლას მიუღძღვნა და ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელიც 1972 წლის 20 აპრილს მთვარის ზედაპირზე დაეშვა.
იანგი აპოლონ 16-ის ხომალდის ეკიპაჟის მეთაური იყო. ის მთვარეზე ორჯერ იმყოფებოდა და ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ასტრონავტი, რომელიც პირველ კოსმოსურ შატლს მართავდა. მონაწილეობდა აპოლონის, ჯემინის და სპეის შატლის მისიებში.