18 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პაციენტის მიღებასთან დაკავშირებით ევროპის კლინიკების პასუხს ელის

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ექიმები მკურნალობის პროცესში დადებითი ნიშნების შესახებ ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდნენ, თუმცა, მას შემდეგ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა აღარ შეცვლილა.

ოჯახი საბოლოო პასუხს ელოდება ავსტრიული და თურქული კლინიკებიდან, რათა დაჭრილი ახალგაზრდის მკურნალობა უკვე ევროპაში გაგრძელდეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პარალელურად სხვა კლინიკებსაც მიმართავენ.

დაჭრილის მამა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის შვილს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, თემირლანის მისამართით გასროლის შემდეგ სპეც რაზმელები ერთმანეთსაც კი დაუპირისპირდნენ.

„მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა. რაიმე არსებითი ცვლილებები არ ყოფილა. როგორც გუშინ მოგახსენეთ, გამოვლინდა გარკვეული დადებითი დინამიკის ნიშნები, სხვა რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ამ ეტაპზე არა აქვს. მიმდინარეობს მოლაპარაკება, როგორც თურქეთის, ასევე ავსტრიის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების  კლინიკებთან, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არც ერთი კლინიკისგან არ მიგვიღია,“ - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.

ოჯახი საბოლოო პასუხს ელოდება ავსტრიული და თურქული კლინიკებიდან, რათა დაჭრილი ახალგაზრდის მკურნალობა უკვე ევროპაში გაგრძელდეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პარალელურად სხვა კლინიკებსაც მიმართავენ.

დაჭრილის მამა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის შვილს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, თემირლანის მისამართით გასროლის შემდეგ სპეცრაზმელები ერთმანეთსაც კი დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები