18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ალილოს ტრადიცია, რომელიც სათავეს V საუკუნიდან იღებს - შობის მახარობლებმა დღეს უმწეოთათვის ნობათი შეაგროვეს

საშობაო გალობა დღეს თბილისის ცენტრალურ გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასრულდა.

საშობაო მსვლელობა წელსაც, ტრადიციულად, კოსტიუმირებული იყო და შობის მახარობლებს წინ ანგელოზები, მოგვები და მწყემსები მიუძღოდნენ.

ალილოს მონაწილეებს გზად რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ხვდებოდნენ და მათ საახალწლო ნობათს გადასცემდნენ.

შობის მახარობლებს შობის დღესასწაული პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა მიულოცეს.

შეგროვილი ნობათი კი საბოლოოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ბავშვთა სახლებს გადაუნაწილდებათ.

ალილოს ტრადიცია საქართველოში მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს. უძველესი ტრადიცია პატრიარქის ლოცვა კურთხევით დედაქალაქის მერიამ 11 წლის წინ აღადგინა.  

 

დღის ამბები