18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა 

"აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით," - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

"ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები. მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას," - წერს ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.

პატრიარქის ეპისტოლეს უკვე მოჰყვა შეფასებები. 

„აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები,“ - ამბობს არქიდიაკონი მამა დემეტრე დავითაშვილი. 

დღის ამბები