ჰარბინში "თოვლისა და ყინულის ქანდაკებების" რიგით 34-ე ფესტივალი იმართება.
მოქანდაკეებს სამდღიანი ვადა აქვთ იმისათვის, რომ თავიანთი იდეა სისრულეში მოიყვანონ და ყინულისგან განსხვავებული ქანდაკებები შექმნან. კონკურსანტები რამდენიმე ათეული ტონა ყინულით და თოვლით ორგანიზატორებმა მოამარაგეს.
ყინულის ქანდაკებების კონკურსი ჰარბინში გუშინ დაიწყო. გამარჯვებული ქანდაკების ავტორს ჟიური ხვალ გამოავლენს.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეების ნამუშევრებს ის მოქანდაკეები შეაფასებენ, რომლებმაც საახალწლოდ ჯადოსნური ქალაქის შექმნაზე იზრუნეს. მათ "ყინულისა და თოვლის ქალაქში" მთელ მსოფლიოს მოუყარეს თავი და ყველა ის ღირშესანიშნაობა აღმართეს, რომლის სანახავადაც ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ.
ჯადოსნური სამყაროს შექმნაზე 10 ათასი ადამიანი შრომობდა, მათი და ქანდაკებების კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრის ნახვა ჰარბინში ჩასულ დამთვალიერებელს 25 თებერვლამდე შეეძლება.