ხანძარი იყო გუშინ თბილისში, ცეცხლი ჭონქაძის 21 ნომერში მდებარე ყოფილი თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობას გაუჩნდა. მისი ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა. გვიან ღამით მოხერხდა ჭონქაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა. ხანძარი ყოფილი თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობაში დღის ბოლოს გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო ბრიგადა და 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შენობაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაგებობა ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს გაყიდა და მისი დემონტაჟი იგეგმებოდა, თუმცა, ინვესტორს 80 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად თბილისის მერიამ ძველი შენობის აღების უფლება არ მისცა.
მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.