20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
სარჩელი დეპუტატ სოფიო კილაძის წინააღმდეგ - სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი 

ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება სოფო კილაძისა და პარლამენტის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის შესახებ დღეს უნდა გახდეს ცნობილი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ელგა ფოლადიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ სამსახურის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი დაუსახელა, რომ ის პროფესიით იურისტი არ არის.

ფოლადიშვილის მტკიცებით, იურისტის დიპლომი მხოლოდ საბაბია და რეალურად, დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს. პარლამენტის თანამშრომლის უფლებებს "საია" იცავს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში დარღვეულია, როგორც წარმოების პროცედურული ნაწილი, ასევე შინაარსობრივად არის გაუმართავი ის შედეგი, რომელიც დისციპლინურ წარმოებას მოჰყვა და ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას. ასევე, ვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მოპასუხეთა მხრიდან, კერძოდ, სოფიო კილაძის, ნათენაძის და პარლამენტის მხრიდან მოხდა ელგა ფოლადიშვილის დისკრიმინაცია,“ - აცხადებს "საიას" იურისტი ნონა ქურდოვანიძე.

სოფიო კილაძემ თანამშრომლის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები