ამ დრომდე გრძელდება ალილოს მსვლელობის შედეგად შეგროვებული შემოწირულობების დახარისხება. ხვალიდან კი, მათი დარიგება ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაიწყება.
ალილოს მსვლელობა გუშინ სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებმა შემოწირულობა და ტკბილეული გაიღეს. დღის ბოლოს კი, შემოწირულობები სამების ტაძარში მიიტანეს.
შემომწირველებს შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის, საქართველოს პრეიზნდეტი და თბილისის მერი.