თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ამ დრომდე ვერ იღებს,
მიზეზი ძლიერი ნისლია. უამინდობის გამო ღამით თითქმის ყველა ფრენა გადაიდო, საერთოდ გაუქმდა რამდენიმე რეისი.
საქართველოსკენ გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის ნაცვლად ქუთაისში, ბაქოსა და ალმაატაში დაჯდნენ.
როდის მოახერხებენ მგზავრები თბილისიდან გაფრენას, ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.