18 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
გორში ჩხუბის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გორში რესტორანში ჩხუბის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმების განცხადებით, პატრულ ინსპექტორს ქვედა ყბის მოტეხილობა ჰქონდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ბინაზე შესაძლოა, დღესვე გაწერონ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს ცეკვის დროს სხვა სტუმრებთან შელაპარაკება მოუვიდა, რამაც ჩხუბი გამოიწვია. მომხდარზე საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული.

დღის ამბები