18 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
მაჩალიკაშვილის ოჯახი ელოდება საბოლოო პასუხს საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. 19 წლის ახალგაზრდის ექიმების განმარტებით, მკურნალობის დინამიკა არ შეცვლილა და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  

„მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში. გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა შესაბამისი სქემის მიხედვით,“ - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილი.  

ოჯახი კვლავაც ელოდება საბოლოო პასუხს საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. ბოლო გამოხმაურება მაჩალიკაშვილებმა ავსტრიიდან მიიღეს, თუმცა, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, იქიდან კონკრეტული პასუხი აღარ მოსულა.

თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელებმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრეს. სპეცოპერაციის დროს სუს-ის თანამშრომლებმა, ასევე, დააკავეს 4 პირი, რომლებსაც აჰმედ ჩატაევთან და მის ჯგუფთან კავშირში ედებათ ბრალი.

ისინი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები