20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ დენის ტარიფის გაძვირებას გლდანში მოქმედ ბიტკოინების ქარხანას უკავშირებს

„ევროპული საქართველო“ დენის ტარიფის გაძვირებას გლდანში მოქმედ ბიტკოინების ქარხანას უკავშირებს. ოპოზიციის განმარტებით, სპეციალურად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიქმნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, კომპანიას მიწა ერთ ლარად გადაეცა თბილისში.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ კომპანია არ იხდის ქონებისა და მოგების გადასახადებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, აღნიშნული საწარმო ელექტროენერგიას სამომხმარებლოზე გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს, მაშინ, როდესაც საწარმოს ენერგო მოხმარება 40 მეგავატზე მეტია.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოდ სწორედ სამომხმარებლო ტარიფს დააწვა და "სემეკიც" იძულებული გახდა დენი მოსახლეობისთვის გაეძვირებინა.

დღის ამბები