ყაზბეგის რაიონის სოფელი სნოს მოსახლეობა ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს. ქსანი-სტეფანწმინდის 500 კილოვატიანმა მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა ყაზბეგის რაიონის სოფელი სნოს დასახლებასთან, დაახლოებით, 30-40 მეტრში უნდა გაიაროს.
მოსახლეობა გადამცემი ხაზის დასახლებული პუნქტიდან კიდევ უფრო მეტი მანძილის დაშორებით მშენებლობას მოითხოვს. ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.
მათ მინისტრის მოადგილესგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაპირებაც მიიღეს, რომ გადამცემი ხაზი უფრო დაშორებით გაივლიდა.
დღეს დილით, კი ადგილზე სამშენებლო ტექნიკა მივიდა და მშენებლობა დაიწყეს. მოსახლეობა განმარტავს, რომ ადგილი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, ეროზიულია.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან დაპირების შესრულებას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.