18 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა და ამ დრომდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

მათივე თქმით, ახალგაზრდა მარტყოფის მამათა მონასტერს ხშირად სტუმრობდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ეკლესიაში არ მისულა.

მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია აქვს პოლიციას, თუმცა, დარჩიაშვილების თქმით, უწყება სათანადო ღონისძიებებს არ ახორციელებს. მათივე თქმით, დარჩიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არ არის გამორიცხული, რომ დამოუკიდებლად უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს.

დღის ამბები