18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
"შსს არის ის უწყება, რომელიც არ აფიქსირებს თავის მკაფიო პოზიციას"-მესამე სექტორი ნარკოპოლიტიკაზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას მესამე სექტორი აფასებს. უწყება პატრიარქის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც ილია მეორე სწორედ ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე ამახვილებს ყურადღებას.

უწყებაში ამბობენ, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის ამოსავალი პრინციპი სწორედ ჰუმანურობა იქნება, ოღონდ ისე რომ არ მოხდეს ნარკოტიკის მოხმარების წახალისება.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია ამ მიმართულებით მუშაობენ ამბობენ, რომ უწყება უკვე თვეებია არ აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც პარლამენტშია შეტანილი და რომელიც სწორედ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც ამ დრომდე არ აფიქსირებს თავის მკაფიო პოზიციას პარლამენტში უკვე 6 თვის წინ შეტანილ კანონპროექტზე და არ ამბობს საჯაროდ ეთანხმება თუ არა ის ამ კანონპროექტს. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავისი პასუხისმგებლობა დაინახოს ნარკოპოლიტიკის კუთხით იმ უწყებებმა როგორიც არის მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო,“-განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა გურამ იმნაძემ.

ადვოკატი გიორგი მახარაძე კი ამბობს, რომ დღეს მას შსს-სგან ახალი არაფერი მოუსმენია და რა პოზიციაც უწყებას აქამდე ჰქონდა ის გაიმეორა.

ამავე თემაზე
დღის ამბები