18 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
მარიკია ლორთქიფანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამენ

მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალებას სამძიმრის წერილით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.

"განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში,”-წერს გიორგი მარგველაშვილი.

გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს პრემიერ-მინისტრიც.  

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა,"- ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.

მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

„როგორც გამორჩეულმა პატრიოტმა და საზოგადო მოღვაწემ, მან თავად შექმნა ისტორია. მისი სახელი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შესწავლასა და დაცვას ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება შეალია,“-წერს ირაკლი კობახიძე. 

მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები