18 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ხაჭვანების საქმე - პროკურატურა პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთ შემთხვევას სწავლობს

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეებს, რომლებსაც პროკურატურა სწავლობს, კიდევ ერთი დაემატა. ამჯერად საუბარია ვარკეთილის პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლებზე, რომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შოთაძის უწყების გარდა, გენერალური ინსპექციაც იძიებს. გამოძიება კი ხაჭვანების ოჯახის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ ხაჭვანი ყვება, რომ საკუთარი სახლის ფანჯრიდან გახდა იმ სისასტიკის მომსწრე, რომელიც პოლიციელებმა მისი ნათესავების მიმართ გამოიჩინეს. მოწმე ამბობს, რომ სამართალდამცავების მხრიდან აგრესიის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ქუჩის მეორე მხარეს, მაღაზიაში მიმავალ მის ნათესავებს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ.

მარიამ ხაჭვანი არ გამორიცხავს, რომ პოლიციელები მისი ნათესავების მიმართ აგრესიას გამიზნულად იჩენდნენ.

იგივეს ამბობს ადვოკატიც, რომელიც ვარაუდობს, რომ ეს ინციდენტი  ძველ საქმეს უკავშირდება. კერძოდ, პოლიციელების მიერ გაჩერებული ორი ახალგაზრდიდან, ერთი პრობაციონერია. 2 წლის წინ ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. ადვოკატი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინაც პოლიციის პროვოცირებული იყო. დაზარალებულების იურისტისთვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ ორივე შემთხვევაში მე-8 განყოფილების თანამშრომლები ფიგურირებენ.  
 

დღის ამბები