პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად 4 წლით დანიშნა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ახალ თანამდებობაზე საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანის მთავარ მიზეზად დღეს უკვე ყოფილი თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება დაასახელა.
ახალ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ანა დოლიძემ საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მან სასამართლო სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისთვის უმთავრესი მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, გამჭვირვალობა და ნდობის ამაღლებაა.
ანა დოლიძის კანდიდატურა არ მოსწონს მმართველ გუნდს. მითუმეტეს მას შემდეგ რაც ანა დოლიძეს და ირაკლი კობახიძეს რამდენჯერმე ღია კამათი მოუვიდათ და ურთიერთობა დაეძაბათ. უკმაყოფილება გამოთქვეს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმაც, რომლებმაც ახალ კოლეგას ურჩიეს პოლიტიკური სიმპატიები საბჭოს მიღმა დატოვოს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს.