საკრებულოსა და მერიებში ახლადარჩეული ჩინოვნიკების მიერ წინასაახალწლოდ გამოწერილმა პრემიებმა, 2 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის არიან ისეთი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც თანამდებობაზე, პრემიის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნენ.
მერიებსა და საკრებულოებში ხშირ შემთხვევაში აღიარებენ, რომ პრემია არ დაუმსახურებიათ და ამბობენ, რომ ჯილდო ავანსად, წახალისების მიზნით მიიღეს.
იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც წინასაახალწლო პრემიები გაიცა წყალტუბოს მერია და საკრებულოც არის. გაცემულია სულ 150 ათასამდე ლარი საიდანაც 100 ათასზე მეტი საკრებულოში დარიგდა. პრემია ერთი თვის ხელფასის სრული ოდენობით, აიღეს 8 დღით ადრე შექმნილი ფრაქციების თავმჯდომარეებმაც.
196 ათასი ლარი დახარჯეს პრემიებისთვის სამტრედიაში. რაიონის საკრებულოში განმარტავენ, რომ ფინანსური წახალისება აქ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მიიღო.
63 მუნიციპალიტეტიდან ფინანსური ჯილდო რაიონების ნახევარში დარიგდა. სულ 30 მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ პრემიისთვის 3 მილიონამდე დახარჯეს.