20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ქუთაისის სასამართლომ დღეს დეპუტატ სოფო კილაძის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს

ქუთაისის სასამართლომ დღეს დილით დეპუტატ სოფო კილაძესთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ელგა ფოლადიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ სამსახურის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი დაუსახელა, რომ ის პროფესიით იურისტი არ არის.

ფოლადიშვილის მტკიცებით, რეალურად დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს. 

"ჩვენ მოველით, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება ორივე ნაწილში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ როგორც დისციპლინური წარმოება და წარმოების შედეგად მიღებული აქტი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ასევე დგინდება დისკრიმინაციის ფაქტი," - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი ნონა ქურდოვანიძე. 

დღის ამბები