ოფიციალური ანკარა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ელექტრონული სათვალთვალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირანის საზღვარზე მშენებარე კედლის მონახულების შემდეგ გააკეთა.
სულეიმან სოილუს თქმით, კედლის მშენებლობა ქვეყანას ტერორისტებისა და უკანონო მიგრანტების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მინისტრის განცხადებით, იგივე მიზნის მისაღწევად უსაფრთხოების კონტროლი თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება და ამ მეთოდის დასანერგად პირველ ნაბიჯებს თურქეთი უახლოეს მომავალში გადადგამს.