18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
სპეციალისტები საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებას არ გამორიცხავენ

სპეციალისტები საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებას არ გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, ვირუსი პიკს გამოჩენიდან 2-3 კვირაში მიაღწევს.

ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციები უცვლელია: ყველა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში შემავალი პირები - ხანდაზმულები, ორსულები, მცირეწლოვნები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებული ვირუსი წელს არ უნდა იყოს და ჩვეულებრივ გრიპის სეზონის დაწყებას პროგნოზირებენ.

დღის ამბები