20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
უმრავლესობაში პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილის წარდგენას აფასებენ

უმრავლესობაში პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილის წარდგენას აფასებენ. პრეზიდენტმა ანა ნაცლიშვილი ამ თანამდებობაზე რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ანა ნაცვლიშვილს შორის თანამშრომლობა შედგება.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ანა ნაცვლიშვილსა და უმრავლესობას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო მდივნის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული.

გია ვოლსკი ასევე, საპარლამენტო მდივნად ანა დოლიძის მუშაობას აფასებს და აღნიშნავს, რომ ის ხშირად პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა.

„ჩვენი კომუნიკაცია, ხშირად რაღაც სხვადასხვა პოზიციაზე დგომა. განპირობებული იყო იმ განცხადებებით, იმ ცოტა არ იყოს, აგრესიული დამოკიდებულებით, რაც თუნდაც, ანა დოლიძემ ბოლო გამოსვლის დროს პარლამენტში გამოამჟღავნა და თითქოს პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა და არა, როგორც საპარლამენტო მდივანი,“ - განაცხადა გია ვოლსკმა.

პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად ანა დოლიძის შემცვლელად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. ანა დოლიძე კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად განაგრძობს მუშაობას. 

დღის ამბები