18 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
სახელმწიფო ტენდერები და კარტერული გარიგებები - უცნობი შსს-სთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნას ეხმაურება

მომღერალი უცნობი და მისი სიძე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კარტერულ გარიგებებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას გამოეხმაურნენ. გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

„იმაზე უარესი დასკვნა დადო, რასაც ჩვენ ვიძახდით და მე მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შეიძლება სიმართლის პოვნა. ყოველთვის სახელმწიფოში მახინჯი ფორმები, რაც არსებობს, რაღაც დროის მონაკვეთში უნდა დამთავრდეს. ეს ძალიან კარგი საშუალებაა დღეს იმისთვის, რომ აი ეს აუტანელი პირობები, რომელიც არის დღეს სახელმწიფო შესყიდვებში, ეს რომ მორჩეს და ამას რომ დაესვას წერტილი, სახელმწიფო შესყიდვებიდან აქ ჩართული რომ არიან და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ეს არ განხორციელდებოდა, ეს ფაქტია,“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

აუდიტის დასკვნას მიესალმება უცნობის სიძეც. გიორგი შარაშიძის განცხადებით, კარგია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვების თემაზე აქცენტს სხვებიც აკეთებენ.

„დაიდო ის დასკვნა, რომელიც სრულიად ნათელს ხდის, რა ხდება დღეს სახელმწიფო შესყიდვებში, რამხელა პრობლემაა და როგორ უნდა გამოსწორდეს, ამასაც კი ეუბნება აუდიტის სამსახური,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გია გაჩეჩილაძემ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით კარტერულ გარიგებებზე განცხადება რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა და პრემიერს მოუწოდა, ამ საკითხით დაინტერესებულიყო. 

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შსს-ში ტენდერები მიმდინარეობს ძირითადად არაკონკურენტულ პირობებში და უწყება სატენდერო პირობებს ერთ კომპანიას, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ "იბერია ჯგუფს" არგებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები