18 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
გადადებული რეისები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული მანქანები და ელექტროკაბელები - თბილისში ძლიერი ქარია
ძლიერი ქარი და უამინდობა თბილისში. ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში ხეები და ელექტრო გადამცემი კაბელები მოგლიჯა - დაზიანებულია ქუჩაში მდგარი მანქანები. მოგლეჯილი ხეების ნაწილი, მათ შორის ჟვანიას მოედანსა და გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.
 
უამინდობა გახდა საერთაშორისო აეროპორტში ფრენების გადადების მიზეზიც. თბილისიდან მიუნხენისა და თურქეთის მიმართულებით ვერ შესრულდა ორი რეისი. ფრენები გადაიდო თბილისის მიმართულებითაც.
 
მგზავრებს ლოდინი აეროპორტში რამდნეიმე საათის განმავლობაში მოუწიათ. ქარის გამო ელექტროენერგია შეეზღუდა ღამის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანს.
დღის ამბები