მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა დაბარებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდება. დაბარების მიზეზად სისხლის სამართლის საქმე სახელდება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება სააკაშვილს დანაშაულებრივი ორგანიზაციების საქმიანობის დაფარვას ედავება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ვარაუდობს, რომ დღესვე სააკაშვილს ხმის ექსპერტიზა ჩაუტრდება. ოდესის ყოფილ გუბერნატორს უშიშროების სამსახურში ადგილობროვი დროით 11 საათისთვის ელოდებიან.
„უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა და საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინაც დატოვოს. ამის შესახებ არა ერთი განცხადება გაკეთებულა. მიუხედავად ზეწოლისა, მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს ბრძოლას. ამ დროისთვის უცნობია, მორიგი აქციის ჩატარების თარიღი. ამის შესახებ განცხადებას ის წინასწარ გააკეთებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა.