"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშში საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზეა საუბარი.
"ახალგაზრდა იურისტები" განსაკუთრებით რამდენიმე კანონზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, მათ შორის არის კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.
კრიტიკულია სამოქალაქო სექტორი პარლამენტის ფუნქციაზე ზედამხედველობის კუთხითაც.
„ისეთ კანონპროექტებად, სადაც გასაუმჯობესებელია და ნეგატიურად შევაფასეთ, ეს არის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ნაწილი და ასევე, მაუწყებლობის შესახებ კანონი. მთავრობის წევრების აქტიური მოწვევა არ ხდება პარლამენტში და ასევე, იმ აქტიურ საკითხებზე, რომელზეც საზოგადოებას აქვს კითხვები, არ იქმნება საგამოძიებო კომისიები, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ კომისიების შექმნას ითხოვენ,“ - განაცხადა "საიას" საპარლამენტო მდივანმა ნინო ცუხიშვილმა.