რომელ დეპუტატებს მოუწევთ დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის ჯარიმის გადახდა - საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო დეკლარაციების შემოწმებას იანვარში ასრულებს. კვლევა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადების საფუძველზე დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეკლარაცია არასწორად შევსებული აქვს პარლამენტარების დაახლოებით მესამედს. მათ შორის არიან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერები.
დეკლარაციაში ძირითადად დაფარულია დეპუტატთა ბიზნეს წილები და უძრავი ქონება.
„ჩვენი განცხადების საფუძველზე ხდება პარლამენტის 54 წევრის და ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის დეკლარაციის შემოწმება. პარლამენტის ერთი წევრი ჩვენს მიერ უფრო ადრე გაგზავნილი განცხადების საფუძველზე, ზვიად კვაჭანტირაძე დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.