20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა

თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა. თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები და განისაზღვრა სამედიცინო ხარჯის ანაზღაურების წესი.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 1000 ლარამდე სამედიცინო ხარჯს გამგეობა, ხოლო დანარჩენ თანხას მერიის შესაბამისი სამსახური დააფინანსებს.

„გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები, ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალ დაკარგულები და ასევე, სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები და მათზე რეალურად დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად იმ მიზნით, რომ გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. ანუ, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ უკვე დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის სამსახური,“ - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

დღის ამბები