18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ძლიერმა ქარმა რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა

ძლიერმა ქარმა რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსების სახურავი დააზიანა. სახურავი მთლიანად აქვს ახდილი ენერგოპროს კუთვნილ ქვესადგურს. სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ქალაქის სამსახურებმა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა მათ შორის, გუშინ ღამის 12 საათიდან დაიწყეს მორიგეობა. ამ მუშა პროცესში მთლიანად კონტროლდება ქალაქი და დამატებით თუ რამე ისეთი ინფორმაცია შემოვა, რეაგირება ხდება,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. 

დღის ამბები