30 სექტემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სპეცოპერაციისას დაჭრილ და შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს დუისში დღეს დაკრძალავენ

სპეცოპერაციისას დაჭრილ და შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს დუისში დღეს დაკრძალავენ.

19 წლის ახალგაზრდას ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს თავში სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა გუშინ დილით გარდაიცვალა.

ოჯახი მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას ელოდებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა გამთენიისას კიდევ უფრო დამძიმდა. მას გული სამჯერ გაუჩერდა, საბედისწერო აღმოჩნდა მეოთხე შემთხვევა.

დღის ამბები