18 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - მაია ნიკოლეიშვილი ბალისტიკური ექსპერტის ჩართვას ითხოვს

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში მასთან ერთად ბალისტიკური ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

მისი განცხადებით, გამოძიებას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

საუბარია იმ კონკრეტული ადგილის ჩვენებაზე, სადაც ტყვიამ თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლი ოთახის კედელზე მოძრაობა დაასრულა.

ნიკოლეიშვილის განმარტებით, ამ წერტილის გადმოცემით დადგინდება მსროლელის მდგომარეობა და განისაზღვრება სროლის ტრაექტორია.

“საწოლში მყოფზე რომ მოხდა ამ დაზიანების მიყენება ეს ფაქტია. მაჩალიკაშვილის პოზა ჩვენ ვიცით, მაგრამ მსროლელის პოზის აღსადგენად იქნება ეს ტრაექტორია საჭირო. გამოძიებამ უნდა მოგცეს ის ინფორმაცია, სად იყო ბოლო წერტილი. მარტო ჩემი სამედიცინო ექსპერტის კომპენეტცია ბოლომდე არ იქნება. აქ ბალისტის და სამედიცინო ექსპერტის მონაწილეობა ერთდროულად აუცილებელი იქნება,“-აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები