20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება.

პროკურატურა პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე ლარისა ცოკოლმა უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ შინა პატიმრობას ითხოვს.

„გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ამ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას მოსამართლეთა კოლეგია ჩაატარებს. პროცესზე უმაღლესი რადას დეპუტატებს ველოდებით. დაცვის მხარე სხდომისთვის მზადაა და ამიტომ გამარჯვების იმედი გვაქვს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია იმ ადამიანების მოძებნა, ვინც უკრაინას სხვა მეთოდებით უხელმძღვანელებს.

დღის ამბები